26, ივნისი 2019 20:34:00
სასიკვდილო გასროლა, რომელმაც ხულოში 42 წლის კაცის სიცოცხლე იმსხვეროლა. სისხლიანი გარჩევა ხოფელ ხიხაძირში მოხდა. შედეგად ერთი გარდაიცვალა, დაიჭრა რამდენიმე. პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული, კრიმინალური წარსულის მქონე პირი უკვე აიყვანა.
ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ხიხაძირის სოფლის ცენტრში მომხდარი მკვლელობაში ბრალდებული, კრიმინალური წარსულის მქონერ.ბ პოლიციამ სოფელ თხილვანაში დღეს დააკავა. დაკავებამდე, ადგილზე მისულ პოლიციელებს კი ცეცხლი გაუხსნა და ორი სამართალდამცავი დაჭრა.
სასიკვდილო გასროლა, რომელსაც 42 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, გუშინ, საღამოს, სოფლის ცენტრში არსებულ მაღაზიაში მოხდა. ფაქტის თვითმხილველი გულოკო გაბაიძე გვიყვება, რომ ბრალდებული შენობაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ადგილობრივის თქმით, დაკავებულის კრიმინალური წარსულის გამო, სოფელში მის მიმართ ყველა სიფრთხილეს იჩენდა.
სოფელში მცხოვრებლები ამბობენ, რომ გარდაცვლილსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი წლების წინ დაიწყო, თუმცა ამ შემთხვევაში რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია.
ფაქტზე გარდაცვლილის ოჯახის წევრები სატელევიზიო კომენტრს არ აკეთებენ, პირად საუბარში კი მკვლელობის სავარაუდო მოტივად, მათ შორის წარსულში მომხდარ კონფლიქტს ასახელებენ. მათი ინფორმაციით, მოკლული წლების წინ, რადენიმე თვის განმავლობაში სასჯელს ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა. არ გამორიცხავენ, რომ უკამყოფილება სწორედ ამ პერიოდიდან დაწყებულიყო.
ბრალდებული ბოლო დროს ე.წ ოცნების ქალაქში ცხოვრობდა. მისი დაკვების შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებს სამართლადამცველებმა დღეს დილით შეატყობინეს.
გამოძიების ინფრომაციით, მკვლეობის შედეგ ბრალდებული მიიმალა. მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა იგი სოფელ თხილვანაში იპოვეს, სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა. დაიჭრა ორი პოლიციელი. მკვლელობის იარაღი ნივთმკიცებადაა ამოღებული. ბრალის დამტკიცების შეთხვევაში დაკავებულს 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.